ძახილის წინადადება


ძახილისაა წინადადება, რომელსაც ახლავს მთქმელის რაიმე გრძნობა: გაკვირვება-განცვიფრება, აღტაცება, ნატვრა, მწუხარება, დანანება, ზიზღი და სხვ.
 

მაგ.: უჰ! რა ამაყი ყოფილა!
           ახ, ნეტავი მალე გათენდეს!

ძახილის წინადადების ბოლოს ძახილის ნიშანი იწერება.