|
დიალოგის მონაწილე ყოველი პირის ნათქვამი იწყება ახალი სტრიქონით, წინ ტირე იწერება და ბრჭყალებში არ ჩაისმის. ავტორის სიტყვები შეიძლება ახლდეს და შეიძლება - არა.
- დედა!
- რა გინდა, შვილო?
- მიამბე რამე!
- რა გიამბო, დედა გენაცვალოს, რა უფრო გესიამოვნება?
- ზღაპარი, არაკი... ერთი სიტყვით, რაც გსურდეს.
დიალოგში შეიძლება მონაწილეობდეს ორი ან მეტი, ე.ი. რამდენიმე პირი.
ამხანაგებო ზღაპრაი ვინ იცის თქვა ერთმა ყველამ ყველამ წამოიძახეს ერთხმად რადგანაც ეგრეა მორიგეობით ვთქვათ კარგი ეგრე იყოს ამაღამ რომელი იტყვის ახალი ახალი მაგას კარგი ზღაპრები ეცოდინება ალაპარაკდნენ ჩემზე ამხანაგებო ბოდიშს ვიხდი ძალიან სუსტად ვგრძნობ თავს და ამაღამ ვერ ვიტყვი ხვალ ზეგ სიამოვნებით