წინადადება

ყოველი დამთავრებული აზრი წინადადების საშუალებით გადმოიცემა.

წინადადება ერთი ან რამდენიმე ერთმანეთთან დაკავშირებული სიტყვისაგან შედგება.

მაგალითად: დაზამთრდა. ქარი გრიალებდა. თოვლის სპეტაკად ბრწყინავდა.

ეს წინადადებები არის ერთსიტყვიანი, ორსიტყვიანი და სამსიტყვიანი და ყოველი მათგანი დასრულებულ აზრს გამოხატავს.

სიტყვას ან ერთმანეთთან დაკავშირებულ რამდენიმე სიტყვას, რომლებიც დამთავრებულ აზრს გადმოგვცემენ, წინადადება ჰქვია.

ლაპარაკის დროს ერთი წინადადება მეორისაგან პაუზით (მცირე შესვენებით) გამოიყოფა, წერის დროს კი - ამა თუ იმ სასვენი ნიშნით (წერტილით, კითხვის ნიშნით, ძახილის ნიშნით).