1. წინადადება

გაკვეთილი მესამე

24. დავალება. დააკვირდით სურათებს. წაიკითხეთ წინადადებები, შემდეგ გადაიწერეთ რვეულში და თითოეული წინადადების ბოლოს დასვით წერტილი.

კატა ხეზე ადის.

ირემს მგელი მისდევს.

25. დავალება. დააკვირდით სურათებს და გაიხსენეთ მათი სახელები.

ყველას ერთად რა ჰქვია? კიდევ რა სასწავლო ნივთი იცით? რით ვწერთ დაფაზე? რვეულში?

26. დავალება. დააკვირდით სურათებს და გაიხსენეთ მათი სახელები.

ყველას ერთად რა ჰქვია? კიდევ რა ხილი იცით? როდის შემოდის ბალი? კომში?

27. დავალება. დააკვირდით სურათს. შეურჩიეთ სათაური და უპასუხეთ კითხვებზე.

რას შვრებიან გლეხები? ვინ ეხმარება მათ? ცეცხლთან ვინ ზის და რას შვრება? როდის ტეხენ სიმინდს? ვის გინახავთ სიმინდის ტეხა?

28. დავალება. გადაიწერეთ წინადადებები და დასვით წერტილი.

ვაშლი ხილია მსხალიც ხილია კომბოსტო ბოსტნეულია სტაფილოც ბოსტნეულია.