1. წინადადება

გაკვეთილი მეორე

13. დავალება. წაიკითხეთ და თითოეული წინადადების ბოლოს შეჩერდით.

ქუთაისი

ქუთაისი ძველი ქალაქია. იქ ბევრი საცხოვრებელი სახლი აშენდა.

ქალაქის ქუჩებს მწვანე ნარგავები და ვარდები ამშვენებს.

ქუთაისი ლამაზია. ადრე ის კოლხეთის დედაქალაქი იყო.

14. დავალება. გადაიწერეთ რვეულში ბოლო ორი წინადადება.

15. დავალება. გაარკვიეთ ანდაზის აზრი. ანდაზა გადაიწერეთ რვეულში და დაუსვით წერტილი.

16. დავალება. დააკვირდით სურათებს და წაიკითხეთ წინადადებები. გადაიწერეთ რვეულში და თითოეული წინადადების ბოლოს დასვით წერტილი.

მერცხალი მიფრინავს.

ბავშვი ვარჯიშობს.

ხბო კუნტრუშებს.

 

ბატი სისინებს. გოგონა გარბის. ბატმა გოგონა დაიჭირა.

17. დავალება. დააკვირდით სურათებს და უპასუხეთ კითხვებზე.

რას შვრება ბატი? რას შვრება გოგონა? ვინ დაიჭირა ბატმა?

18. დავალება. წაიკითხეთ ეს წინადადება და სწორად წარმოთქვით:

დაჭრიჭინობდა, დახტოდა ჭრიჭინობელა პატარა.

19. დავალება. დაწერეთ წინადადებები და თითოეული წინადადების ბოლოს დასვით წერტილი:

კარადა ავეჯია ფინჯანი ჭურჭელია
ბეღურა ფრინველია ძაღლი ცხოველია

20. დავალება. დაკვირვებით წაიკითხეთ ანდაზები:

რაც არ გერგება, არ შეგერგებაო.
ყველა ბუზი ბზუისო, ფუტკართან ყველა ტყუისო.

რამდენი ანდაზა წაიკითხეთ? რას გვასწავლის ეს ანდაზები? რატომაა დასმული წერტილი თითოეული ანდაზის ბოლოს?

21. დავალება. გაარკვიეთ ანდაზის აზრი. ანდაზა გადაიწერეთ რვეულში და დაუსვით წერტილი.

22. დავალება. დააკვირდით ამ სურათს. შეურჩიეთ სათაური და შეადგინეთ პატარა მოთხრობა ქვემოთ მოცემული კითხვების მიხედვით.

რას შვრებიან გლეხები? რაში ყრიან მოკრეფილ ყურძენს? რაზე აწყობენ გოდრებს? პატარა ბავშვები რაღას შვრებიან? ვის გინახავთ რთველი?

23. დავალება. გაარკვიეთ ანდაზის აზრი. ანდაზა გადაწერეთ და დაუსვით წერტილი.

მამალს მელიას მეგობრობა არ გამოადგებაო