არსებითი სახელის ბრუნვა

არსებითი სახელი სხვა სიტყვებთან დაკავშირებისას შვიდნაირად იცვლება დაბოლოების მიხედვით. სახელის შვიდნაირად ცვლილებას დაბოლოებათა მიხედვით ბრუნება ეწოდება, თითოეულ სახეს კი ბრუნვა ჰქვია.

ქართულში შვიდი ბრუნვაა. ეს ბრუნვებია:

სახელობითი, მოთხრობითი, მიხემითი, ნათესაობითი, მოქმედებითი, ვითარებითი და წოდებითი.

თვითოეულ ბრუნვას თავისი ნიშანი აქვს. ეს ნიშნებია:

ბრუნვის დასახელება
 
ბრუნვის ნიშანი
 
სახელობითი -ი
მოთხრობითი -მა
მიცემითი -ს
ნათესაობითი -ის
მოქმედებითი -ით
ვითარებითი -ად
წოდებითი -ო

სახელის იმ ნაწილს, რომელსაც ბრუნვის ნიშანი დაერთვის, ფუძე ჰქვია. ფუძე რომ მოვნახოთ, სახელი უნდა ჩავსვათ მოთხრობით ბრუნვაში, ჩამოვაშოროთ ბრუნვის ნიშანი და, რაც დარჩება, ის იქნება ფუძე.

სახელის ფუძე ან თანხმოვანზე ბოლოვდება, ან - ხმოვანზე. ამის მიხედვით არსებობს თანხმოვანფუძიანი და ხმოვანფუძიანი არსებითი სახელები.

არსებითი სახელების ბრუნება მხოლობით და მრავლობით რიცხვში

მხოლობითი რიცხვი

ბრუნვის დასახელება
 
არსებითი სახელის ფუძე
 
ბრუნვის ნიშანი
 
სახელობითი ქორ -ი
მოთხრობითი ქორ -მა
მიცემითი ქორ -ს
ნათესაობითი ქორ -ის
მოქმედებითი ქორ -ით
ვითარებითი ქორ -ად
წოდებითი ქორ -ო

მრავლობითი რიცხვი

ბრუნვის დასახელება
 
არსებითი სახელის ფუძე
 
მრავლობითი რიცხვის ნიშანი ბრუნვის ნიშანი
 
სახელობითი ქორ -ებ -ი
მოთხრობითი ქორ -ებ -მა
მიცემითი ქორ -ებ -ს
ნათესაობითი ქორ -ებ -ის
მოქმედებითი ქორ -ებ -ით
ვითარებითი ქორ -ებ -ად
წოდებითი ქორ -ებ -ო

თუ სახელის ფუძე -ზე მთავრდება, მოთხრობით ბრუნვაში ორი უნდა: ატამ-მა, ჭერამ-მა, ბორჯომ-მა.
თუ სახელს ფუძე -ზე უმთავრდება, მიცემით ბრუნვაში ორი უნდა: ხავს-ს, მწყემს-ს, ნემს-ს.
ვითარებით ბრუნვაში უნდა დ(ად) და არა : კაც-ად, ბავშვ-ად, ამხანაგა-დ.

არსებით სახელს შეიძლება დაერთოს თანდებულები: ვით, თან, ზე, ში, დან, მდე და ა.შ.

ზე, ში, ვით, თან თანდებულები დაერთვის სახელს მიცემით ბრუნვაში. ამ დროს ბრუნვის ნიშანი იკარგება: მაგიდა-ზე, ფანჯარა-ში.

ვით თანდებულები დაერთვის სახელობით ბრუნვაშიც. ამ დროს ბრუნვის ნიშანი იკარგება: ადამიანი-ვით, ჩიტი-ვით.

დან და მდე თანდებულები დაერთვის ვითარებით ბრუნვაში და აქაც ბრუნვის ნიშანი იკარგება: სოფლა-მდე, სახლი-დან.

თვის, გან, კენ, ებრ, თანავე, ადმი თანდებულები დაერთვის ნათესაობით ბრუნვაში: მეგობრის-თვის, რკინის-გან, ტყის-კენ, ლომ-ებრ, მოსვლის-თანავე, მეზობლის-ადმი.

ურთ თანდებულები დაერთვის მოქმედებით ბრუნვაში: შვილით-ურთ.

თუ სახელის ფუძე -ზე ბოლოვდება, ში თანდებულის დართვისას ორი იყრის თავს.
თუ სახელის ფუძე -ზე ბოლოვდება, ზე თანდებულის დართვისას ორი იყრის თავს.
თუ სახელის ფუძე -ზე ბოლოვდება, თან თანდებულის დართვისას ორი იყრის თავს.

ხმოვარნფუძიანი სახელების ბრუნება

ხმოვანფუძიანი სახელების ბრუნებისას ცოტათი განსხვავებული ბრუნვის ნიშნები გვაქვს:

მხოლობითი რიცხვი

ბრუნვის დასახელება
 
არსებითი სახელის ფუძე
 
ბრუნვის ნიშანი
 
სახელობითი დედა  
მოთხრობითი დედა -მ
მიცემითი დედა -ს
ნათესაობითი დედ -ის
მოქმედებითი დედ -ით
ვითარებითი დედ -ად
წოდებითი დედა (1 ვარიანტი)  
  დედა (2 ვარიანტი) -ვ

მრავლობითი რიცხვი

ბრუნვის დასახელება
 
არსებითი სახელის ფუძე
 
მრავლობითი რიცხვის ნიშანი ბრუნვის ნიშანი
 
სახელობითი დედ -ებ -ი
მოთხრობითი დედ -ებ -მა
მიცემითი დედ -ებ -ს
ნათესაობითი დედ -ებ -ის
მოქმედებითი დედ -ებ -ით
ვითარებითი დედ -ებ -ად
წოდებითი დედ -ებ -ო

მრავლობითი რიცხვი

ბრუნვის დასახელება
 
არსებითი სახელის ფუძე
 
ბრუნვის ნიშანი
 
სახელობითი ტყე  
მოთხრობითი ტყე -მ
მიცემითი ტყე -ს
ნათესაობითი ტყ -ის
მოქმედებითი ტყ -ით
ვითარებითი ტყე -დ
წოდებითი ტყე (1 ვარიანტი)

              -ო

  ტყე (2 ვარიანტი)

              -ვ

ნართანიანი მრავლობითი მხოლოდ ხუთ ბრუნვაში იხმარება: სახელობითში, მოთხრობითში, მიცემითში, ნათესაობითში და წოდებითში.

ბრუნვის დასახელება
 
არსებითი სახელის ფუძე
 
მრავლობითი რიცხვის ნიშანი ბრუნვის ნიშანი
 
სახელობითი ბავშვ -ნ -ი
მოთხრობითი ბავშვ -თ -ა
მიცემითი ბავშვ -თ -ა
ნათესაობითი ბავშვ -თ -ა
მოქმედებითი ბავშვ - -
ვითარებითი ბავშვ - -
წოდებითი ბავშვ -ნ -ო

1. დავალება. აბრუნეთ ქვემოთ დასახელებული არსებითი სახელები ორსავე რიცხვში.

არწივი. მტრედი. ამხანაგი. თოხი. ზღვა. მთა. ხე. მზე.

2. დავალება. გადაიტანეთ რვეულში ქვემოთ მოცემული სქემა და შესაფერ სვეტებში ჩაწერეთ მუქად გამოყოფილი არსებითი სახელები. ბრუნვისა და რიცხვის ნიშნები გამოყავით დეფისით.

ბრუნვები მხოლობითი რიცხვი მრავლობითი რიცხვი
სახელობითი    
მოთხრობითი    
მიცემითი    
ნათესაობითი    
მოქმედებითი    
ვითარებითი    
წოდებითი    

1. ველად ყრია ლურჯი კომში და ცისფერი ატამი (ტაბ.). 2. ოძელაშვილმა პირისახე მოიწმინდა. თვალები გაახილა და ვარსკვლავებით მოჭედილი ცა დაინახა. (ჯავახ.). სახლის ჭერი მეტად შეინძრა და მერცხლების ბუდე ძირს ჩამოვარდა. (გოგ.). 3. მთებიდან ჩამონადენი პატარა წყლები წუთზე ნიაღვრებად გადაიქცნენ. (ყაზ.). 4. ორი ირემი ძოვდა მაღალი ბალახით შემოსილ მინდორზე. (რაზ.). 5. იზარდე, მწვანე ჯეჯილო, დაპურდი, გახდი ყანაო. (დავ.). 6. ჯერ კიდევ ცხოვლად ჩანდა ნორჩ მწვანე ბალახზე მარგალიტებად დაფანტული წვიმის ცვარი. (ვაჟა). 7. ფრინველებს და ცხოველებს მოუსვენრობა ეტყობოდათ. (რაზ.).

3. დავალება. დაუმთავრებელ სიტყვებს დაურთეთ საჭირო ბრუნვის ნიშანი ან თანდებული.

1. სადღაც ქათამ... დაიკაკანა. (გამს.). 2. ირმები დიდრონ ხეებს აცლიდნენ ხავს... (ვაჟა). 3. ცა ქუდ... არ მიაჩნია და დედამიწა - ქალამნ... (წერ.) 4. აკაკი თამაშ... ჩაერია (გვეტ.). 5. ირმამ მახლობელ ვაზ... მკვრივი მტევანი მოწყვიტა. (გვეტ.). 6. გიამ დედას საათ... ერთად სათვალეც მიაწოდა. 7. ექიმ... ლევანი გასინჯა. (კ. ლორთქ). 8. მწყემს... ფერი ეცვალა. (ყაზ.). 9. კალათ... ერთად გოდორიც წამოეღო.