1. დავალება. დააკვირდით სურათს და წაიკითხეთ სიტყვა.
| 
		 ია  | 
		
		![]()  | 
	
2. დავალება. წარმოთქვით სიტყვა ია.
სიტყვაში ია ისმის ორი ბგერა - ი და ა.
| 
			 სიტყვა ბგერებისაგან შედგება.  | 
		
წარმოთქვით ი ბგერა. წარმოთქვით ა ბგერა.
| 
			 ბგერას წარმოვთქვამთ და გვესმის.  | 
		
3. დავალება. წარმოთქვით ე ბგერა. წარმოთქვით ო ბგერა. წარმოთქვით უ ბგერა.
4. დავალება. დააკვირდით სურათს და წაიკითხეთ სიტყვა.
		![]()  | 
		კუ | 
5. დავალება. რამდენი ბგერა ისმის? წარმოთქვით პირველი ბგერა. წარმოთქვით მეორე ბგერა.
6. დავალება. წარმოთქვით სიტყვები: ხე, ცა, ბუ. რამდენი ბგერისაგან შედგება ხ-ე? ც-ა? ბ-უ? ცალ-ცალკე წარმოთქვით თითოეული ბგერა.
7. დავალება. დააკვირდით სურათებს. როგორ წარმოვთქვამთ ა და ვ ბგერებს?

| 
		 ა ბგერას ასე წარმოვთქვამთ.  | 
		
		 ვ ბგერას ასე წარმოვთქვამთ.  | 
	
8. დავალება. წაიკითხეთ სიტყვები: ეზო, უთო. რამდენი ბგერისაგან შედგება თითოეული სიტყვა?
9. დავალება. დაწერეთ სიტყვა რუ. წაიკითხეთ პირველი ასო. წაიკითხეთ მეორე ასო. რამდენი ასო წაიკითხეთ? რამდენი ბგერა წარმოთქვით?
| 
			 ბგერას ასოთი აღვნიშნავთ.  | 
		
10. დავალება. წაიკითხეთ სიტყვა მუხა. დაასახელეთ პირველი ასო. დაასახელეთ მეორე ასო. დაასახელეთ მესამე ასო. დაასახელეთ მეოთხე ასო.
| 
			 ასოს ვწერთ და ვკითხულობთ.  | 
		
11. დავალება. წაიკითხეთ სიტყვები: ბარი, მელანი, კაკალი. დაყავით თითოეული სიტყვა ბგერებად და ისე წარმოთქვით.
| 
			 ბგერას წარმოვთქვამთ, ასოს ვწერთ.  | 
		
12. დავალება. წარმოთქვით სიტყვა ბალი. წარმოთქვით თითოეული ბგერა ცალ-ცალკე. დაწერეთ სიტყვა ბალი.
13. დავალება. დააკვირდით სურათს.

14. დავალება. წაიკითხეთ, რა დაწერა მოსწავლემ დაფაზე.
15. დავალება. დააკვირიდით სურათს და წაიკითხეთ წინადადება.
| 
		 მოსწავლე წერს.  | 
		
		 
		  | 
	
16. დავალება. რამდენი სიტყვა წაიკითხეთ? რამდენი ასოა მეორე სიტყვაში? წაიკითხეთ და წარმოთქვით ასოები ცალ-ცალკე.
17. დავალება. დააკვირდით სურათს და წარმოთქვით ქვეშ დაწერილი სიტყვა.

დათვი
18. დავალება. წაიკითხეთ ასოები ცალ-ცალკე.
19. დავალება. წარმოთქვით სიტყვა ბეღურა. წარმოთქვით თითოეული ბგერა ცალ-ცალკე. დაწერეთ სიტყვა ბეღურა და წაიკითხეთ. თითოეული ასო ცალ-ცალკე დაწერეთ დაფაზე. რას ვხედავთ, როცა ვკითხულობთ და რა გვესმის?
| 
			 ასოს ვხედავთ, ბგერა გვესმის.  | 
		
| განმეორება. | ბგერას წარმოვთქვამთ და გვესმის. ასოს ვწერთ, ვხედავთ და ვკითხულობთ.  | 
	
20. დავალება. წარმოთქვით სიტყვა ჟირაფი. წარმოთქვით თითოეული ბგერა ცალ-ცალკე. დაწერეთ სიტყვა ჟირაფი და ხმამაღლა წაიკითხეთ.
21. დავალება. გაარკვიეთ, რას ნიშნავს გამოცანა:
ჭრის და არ აკაკუნებს.
კიდევ რომელი გამოცანა იცით?