3. სიტყვა - საგნის სახელი (არსებითი სახელი)

1. დავალება. გაიხსენეთ სასწავლო ნივთების სახელები.

წიგნი, რვეული, ფანქარი, კალმისტარი, სახაზავი.

2. დავალება. დააკვირდით სურათებს. ბავშვებს დაარქვით სახელები და ისე წაიკითხეთ წინადადებები.

კახა წიგნს კითხულობს. ნინო სურათს ხატავს.

ვინ კითხულობს წიგნს? - კახა.
ვინ ხატავს სურათს? - ნინო.

კახა არის ადამიანის სახელი.
ნინო არის ადამიანის სახელი.


ყოველ საგანს თავისი სახელი აქვს.

 


ხიდი
არის საგანი.


ბურთი
არის საგანი.


სკამი
არის საგანი.

 


საგნის აღმნიშვნელ სიტყვას არსებითი სახელი ჰქვია.
 

3. დავალება. წარმოთქვით სურათებზე გამოხატული საგნების სახელები.

4. დავალება. ამოიწერეთ მხოლოდ არსებითი სახელები.

საწყალი მელა ჩიოდა:
არ მომივიდა ძილია,
ერთსა საქათმეს მივაგენ,
გამოვუთხარე ძირია;
იხვსა, ბატსა და ქათამსა -
ყველას გავკარი კბილია.

5. დავალება. ამოიწერეთ მხოლოდ არსებითი სახელები.

ფანქარი ძევს. ჯეჯილი ბიბინებს. კვიცი ხტის. ბავშვი ზის. ბატი სისინებს. ქორი მიფრინავს. მზე ამოდის. მდინარე ადიდდა.


არსებითი სახელის კითხვებია: ვინ? რა?
 

- ვინ გააშენა ბაღი?
- აგრონომმა.
- რა გააშენა აგრონომმა?
- ბაღი.
- ვინ გიამბოთ ზღაპარი?
- პაპამ.
- რა გიამბოთ პაპამ?
- ზღაპარი.
- ვინ დახატა სურათი?
- მხატვარმა?
- რა დახატა მხატვარმა?
- სურათი.

საგანი შეიძლება იყოს სულიერი და უსულო. სულიერია საგანი, რომელსაც თავისი ნებით შეუძლია მოძრაობა. უსულოა საგანი, რომელსაც თავისი ნებით არ შეუძლია მოძრაობა. ამის მიხედვით არსებითი სახელებიც ორგვარია: სულიერთა სახელები და უსულოთა სახელები. კითხვების მიხედვით არსებითი სახელი ვინ ჯგუფისაა ან რა ჯგუფისა.


ვინ? კითხვა დაესმის მხოლოდ ადამიანის აღმნიშვნელ სახელს, სხვებს - სულიერ და უსულო საგანთა სახელებს - დაესმით კითხვა რა?
 

6. დავალება. დააჯგუფეთ სახელები ვინ და რა კითხვების მიხედვით.

კაცი, მხეცი და ჩიტები -
ყველა საქმეს ჰკიდებს ხელსა,
მეთევზეა - ბადესა შლის
და მუშა კი იქნევს ცელსა.

7. დავალება. ამოიწერეთ ანდაზებიდან მხოლოდ ის არსებითი სახელები, რომელთაც დაესმით კითხვა ვინ?

მშიშარა მეგობარი მტერზე უარესიაო.
ნავში მჯდომი მენავეს ეჩხუბებოდაო.
მეჭურჭლე ქოთანს საითაც უნდა, იქიდან გამოაბამს ყურსაო.
გმირი მოკვდება, მაგრამ სახელი დარჩებაო.
უსწავლელი ქვაზე დაჯდა და ქვა ქვას დაემატაო.
ძაღლი ვინც მოკლა, მანვე გაათრიოსო.

8. დავალება. ამოიწერეთ ანდაზებიდან მხოლოდ ის არსებითი სახელები, რომლებიც სულიერ საგნებს აღნიშნავენ და დაესმით კითხვა რა?

ხარი ხართან რომ დააბა, ან ფერს იცვლის, ან ზნესაო.
მიმპარავი ძაღლი მყეფარზე უარესიაო.
ტკბილი სიტყვით მთას ირემი მოიწველაო.
მჩხავანა კატა თაგვს ვერ დაიჭერსო.
არა შეჯდა მწყერი ხესა, არა იყო გვარი მისიო.
მგელს რომ შვიდი ტყავი გააძრო, მაინც მგელიაო.

9. დავალება. ამოიწერეთ ანდაზებიდან მხოლოდ ის არსებითი სახელები, რომლებიც უსულო საგნებს აღნიშნავენ და დაესმით კითხვა რა?

სანამ წნელი პატარაა, მანამ უნდა მოიგრიხოსო.
ქარის მოტანილს ისევ ქარი წაიღებსო.
სანამ თონე ცხელია, ლავაში ჩააკარიო.
უეკლოდ ვარდი არავის მოუკრეფიაო.
ძაღლის კუდი არ გასწორდებაო.
როცა სიტყვა ხშირდებაო, მაშინ საქმე მცირდებაო.

რებუსი: