დავით მუსხელიშვილი

მესხეთი

მესხეთი ისტორიული სამხრეთ-დასავლეთ საქართველოს ზოგადი სახელწოდებაა. ანტიკური ხანის წყაროებში სტრაბონი მას მოიხსენიებს „მოსხიკეს“ სახელწოდებით.

მესხეთი მოიცავდა მდინარე მტკვრის აუზის ზემო ნაწილს და მდინარე ჭოროხის აუზს მთლიანად. ამ ტერიტორიაზე ოდითგანვე სახლობდნენ ქართული ტომები - მესხები, რომელთა სახელიდანაც მომდინარეობს სახელწოდება მესხეთი.

IX-X საუკუნეებში მესხეთის ტერიტორიაზე წარმოიქმნა ბაგრატიონთა სამეფო, რომლის ცენტრი იყო არტანუჯი.

XII-XIII საუკუნეებიდან მესხეთი საქართველოს სამეფოს დიდმოხელე ერისთავთა, სამცხის სპასალარ ჯაყელ-ციხისჯვარელთა სამფლობელოდ იქცა. XVI საუკუნეში სამცხის საათაბაგო ოსმალებმა მიიტაცეს და იქ ახალციხის საფაშო შექმნეს. 1828-1829 წლების რუსეთ-თურქეთის ომის შედეგად, მესხეთის ნაწილი საქართველოს დაუბრუნდა, ნაწილი კი დღემდე თურქეთის შემადგენლობაშია.

გამოყენებული ლიტერატურა:
„საქართველო არის ესე“
ციცინათელა, 2003