კატა

კა ტა

კ ა ტ ა

ტო-რო-ლა. მეტ-რო. ტე-ლე-ფო-ნი.

ტოროლა გალობს. ტყემალი მჟავეა. კატა კნავის.

ყმაწვილი ტელეფონით ლაპარაკობს.

ფუტკარი სასარგებლო მწერია.

ჟუჟუნა და ცაცა ტელევიზორს უყურებენ.

ვაჟას მეტრო მოსწონს. ყვავმა წიწილა მოიტაცა.

პაპამ ცოტნეს ზღაპარი უამბო.

ანდაზები: თაგვმა თხარა, თხარაო, კატა გამოთხარაო.

ბუზი ბევრი ბზიუსო, ფუტკართან ყველა ტყუისო.

გამოცანა: გარეთ ატლასი, შიგნით ათასი.