ჭა

ჭ ა

ჭი-ქა. ჭე-რა-მი. ჭინ-ჭა-რი.

ჭიქა ჭურჭელია. ჭაში ცივი წყალია. ჭერამი ხილია.

ჭინჭარი მცენარეა. ქინაქინა წამალია.

ბაჭია კომბოსტოსა და სტაფილოს შეექცევა.

პატარა ნატო წინდებს ქსოვს.

ქეთო ნუცას წერილს სწერს.

ენის გასატეხი: დახტოდა, დაჭრიჭინებდა ჭრიჭინობელა პატარა.

რებუსი: დარი